მოგესალმებით, ტანკისტებო!
„კიბერ სატანკო დივიზიონი“ არის ახალი, ამბიციური ქართული კლანი, რომლის მიზანია შეკრიბოს მოტივირებული და აქტიური მოთამაშეები ციფრულ ბრძოლის ველზე დომინირებისთვის. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ მოთამაშეებს, ჩვენ ვეძებთ თანამებრძოლებს!
ჩვენი მიზნები:
კლანის ბაზის (Stronghold) განვითარება და რეგულარული ბუსტები.
აქტიური მონაწილეობა 7x7 და 15x15 ფორმატის კლანურ ბრძოლებში (Ukreps / Advances).
გუნდური ტაქტიკის დახვეწა და მომავალში გლობალურ რუკაზე გასვლა.
რას ვითხოვთ მოთამაშეებისგან:
აქტიურობა და გუნდური თამაშის სურვილი.
იყოლიეთ აქტუალური VIII და X დონის ტექნიკის.
ბრძოლების დროს Discord-ში ყოფნა და კლანის მეთაურის/ტაქტიკოსის მოსმენა.
შემოუერთდი დივიზიონს და დავწეროთ ახალი ისტორია ერთად!